-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი მწერალი დრამატურგი კურსდამთავრებული
მრევლიშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე (19. IX. 1904, ონი - 01.III.1980, თბილისი). ქართვ. დრამატურგი, ეკონომისტი და მწერალი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1924-1928). სწავლა განაგრძო მოსკოვში, სადაც დაამთავრა საგეგმო-ეკონ. ინ-ტი (1929-1930). სწავლის პარალელურად მუშაობდა განათლების მუშაკთა პროფკავშირში - ტექნ. მდივნად; სტატ. ბიუროში; იყო გაზ. "მუშას" კორესპონდენტი, მხატვრული პროზის ხაზით. მისი პირველი რომანი „ინონი“ დაიბეჭდა ჟურნ. ,,მნათობში“ (1926), ხოლო შემდეგ მოთხრობები: ,,სემიდა“ გამოიცა (1928), „ობობა“ (1927), „შიში“ (1934). მ. მ. მუშაობდა „სოფლპროექტში“ უფრ. ეკონომისტად (1932-1940); ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნეს და სამუშაოდ ჰოსპიტალში გაგზავნეს, სადაც ომის დამთავრებამდე იმუშავა. მ. მ. იყო საქართვ. რესპ. ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორის მოადგილე (1945-1962); გაზ. ,,ლიტერატურნაია გრუზიას” მთ. რედ. (1962-1969); საქართვ. თეატრ. საზ-ბის თავ-რე (1959-1962); საქ. სსრ ხელოვნ. დამს. მოღვაწე; საქართვ. საბჭ. მწერლთა კავშირის წევრი (1927); დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
თხზ. (გარდა ტექსტსი მოხსენიებულისა): მრევლიშვილი, მ. (1948). ხარატიანთ კერა: რომანი. თბ., საბჭ. მწერალის გამ-ბა; მრევლიშვილი, მ. (1950). ნიკოლოზ ბარათაშვილი. ბედი მგოსნისა: პიესა 4 მოქ. და 8 სურათად. თბ,. საბჭ. მწერლის გამ-ბა; მრევლიშვილი, მ. (1958). ზვავი: დრამა 4 მოქმ. 8 სურ. თბ., ხელოვნება; მრევლიშვილი, მ. (1961). მგზნებარე მეოცნებე. თბ., საბჭ. საქართველო; მრევლიშვილი, მ. (1966). ოქროს ზარნიშიანი ხანჯალი: [რომანები და მოთხრობები]. თბ.: საბჭ. საქართველო; მრევლიშვილი, მ. (1974). სამშობლოს სიყვარულით გულანთებული: შალვა დადიანის დაბადების 100 წლისთავი. კოლხეთი, 2 ნოემბერი;
ლიტ.: თევზაძე, ა. (1977). ლიტერატურული წერილები. თბ., საბჭ. საქართველო; მიხეილ მრევლიშვილი და მისი ხარატაანთ კერა. ჯიბუტი ვლადიმერი. ცხოვრება ლიტერატურაში. თბ., 1984. გვ. 57-71; კვანჭილაშვილი, ტ. (1988). ახალი წერილები: მიხეილ მრევლიშვილი-ქართველი მწერალი, დრამატურგი თბ., მერანი.